ჩვენ შესახებ/ხედვა/მისია/კარიერა/გუნდი
SCROLL DOWN
  •      

  • ჩვენ შესახებ

    GEC არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სისტემურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს დიდ და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის და სტარტაპებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ეფექტური ბიზნეს რჩევები ცვლილებების განხორციელებისთვის და ზრდისთვის. ჩვენ ვმუშაობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის დაწესებულებებთან.
     
  •  

    ჩვენი სისტემური მიდგომა

    ჩვენ ვიყენებთ სისტემურ მიდგომას რათა დავეხმაროთ კლიენტებს გახდნენ უფრო ეფექტიანები, მარტივად გაუმკლავდნენ ცვლილებებს და ხელი შეუწყონ საკუთარი კომპანიის ზრდას. ჩვენ განვიხილავთ ბიზნესს, როგორც ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების ერთობლიობას. იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კომპანიების ბიზნეს-საქმიანობა, ჩვენ ვიკვლევთ აღნიშნულ კავშირებს. აუცილებელია ყველა კომპონენტი ჰარმონიულად იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენი ამოცანა სწორედ ამის უზრუნველყოფაა.
  •  

    ჩვენი ზრდა

    2010 წელს, ჩვენი დაარსებიდან დღემდე წარმატებით განვახორციელეთ 80-ზე მეტი პროექტი, გავხდით საქმიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოების (International Society for Performance Improvement - ISPI) წევრი, ასევე IFS -ის (საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის -ERP-ს, წამყვანი საერთაშორისო მომწოდებელი) ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; შევედით ახალ ბაზარზე და გავხსენით წარმომადგენლობა ყირგიზეთში - ბიშკეკში და ყაზახეთში - ალმა-ატში.
  • რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან

    -გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას
    -ვეძებთ ინოვაციურ გზებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად
    -პასუხისმგებლობას ვიღებთ თქვენს წარმატებაზე
    -გავზრდით თქვენს ბიზნეს-კავშირებს
    -გავხდებით ღირებული პარტნიორები და მეგობრები
  • ჩვენი ხედვა

    ჩვენი ხედვაა, გავხდეთ რეგიონული ლიდერი ბიზნეს კონსალტინგის სფეროში, როგორც კომპანია, რომელიც ხდება კლიენტების გრძელვადიანი პარტნიორი და ასოცირდება საიმედო, მაღალი ხარისხის მომსახურებასთან.
  • ჩვენი მისია

    ჩვენი მისიაა შევქმნათ მდგრადი ბიზნესის განვითარების კულტურა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია დამატებითი ღირებულების მიწოდებაზე ფიზიკური პირების, ორგანიზაციების და ინდუსტრიებისთვის, რათა უზრუნველვყოთ ზრდა და ცვლილებები შესრულების გაუმჯობესების ინსტრუმენტების, ცოდნისა და კრეატიულობის დახმარებით.
  • კარიერა

    Work on stories to make a history.

    ისტორია-როგორც გზა წარმატებისკენ- იქმნება ყოველდღიური გამოწვევების ერთობლიობით, როგორიცაა სურვილი, შრომა, მუდმივი განვითარება, ნებისყოფა, დიდი ოცნებების დასახვა და ა.შ. ჩვენ გვჯერა, რომ იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ყოველი დღის თავდადებას და შრომას აქვს მნიშვნელობა. იყავი ნაყოფიერი ყოველ დღე, დასახე მიზნები, განავითარე შენი თავი და წარმატებაც შენთანაა. შემოუერთდი GEC-ის, და შექმენი შენი ისტორია.
     
  •  

    GEC მრავალფეროვანია

    GEC-ის საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია და მოიცავს მენეჯერულ კონსალტინგისა და ბიზნესის განვითარების ინდუსტრიებს. ჩვენ მომსახურებას ვუწევთ და ვთანამშრომლობთ, როგორც კერძო და საჯარო სექტორის დიდ ორგანიზაციებთან, ისე შედარებით მცირე საწარმოებთან. ჩვენთან თანამშრომლობა ეხმარება კომპანიის გუნდს და მის თითოეულ წევრს შეიძინონ ცოდნა და განივითარონ უნარები.
     
  •  

    GEC-ისთვის ღირებულია თითოეული გუნდის წევრი

    GEC სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას და სარგებლის პაკეტებს, თავისუფალ, მიზანზე/ამოცანაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს , მუდმივ მხარდაჭერად ყველა რგოლის თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაში. კომპანია ქმნის თანასწორ კარიერულ შესაძლებლობებს მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, რელიგიისა, სქესისა, ეროვნებისა, შესაძლებლობებისა და ასაკისა
  •  

    GEC - სადაც სამსახური თავისუფლებას ნიშნავს

    GEC ინარჩუნებს ძალიან განსხვავებულ სამუშაო გარემოს პირადი თავისუფლებისა და კორპორატიული კულტურის შერწყმით, რომელსაც თან ახლავს გუნდისა და ინდივიდუალური აზროვნების თანარსებობა/ბალანსი, მუშაობა და თანამშრომლობა მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროში.
     
  • ვის ველოდებით GEC-ში

    - ვისაც სურს ჩვენთან ერთად ბიზნესის კეთება
    - აქვს ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უნარი
    - აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
    - გააჩნია განვითარებისკენ სწრაფვა
    - აზროვნებს ფართოდ და არ ექცევა ჩარჩოებში
    - გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას
     
  • GEC-ის გუნდი

    ჩვენი საერთაშორისო გუნდი შედგება ახალგაზრდა და გამოცდილი კონსულტანტებისგან, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება დიდი და მცირე ზომის პროექტების და კომპანიების განვითარებასა და მართვაში. ჩვენი გუნდი ჩვენი სიამაყეა. გვჯერა, რომ თითოეული გუნდის წევრის ჩართულობა განაპირობებს ჩვენს წარმატებას. 
  •  

    გუნდის კვალიფიკაცია

    GEC-ის გუნდის წევრებს განათლება მიღებული აქვთ ამერიკის, ევროპის და საქართველოს წამყვან ბიზნეს-სკოლებისა და უნივერსიტეტებში და თავისუფლად ურთიერთობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ლიტვურ, თურქულ, ყაზახურ და ყირგიზულ ენებზე. ჩვენი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ეფექტურად და მივიღოთ მაქსიმალურად საუკეთესო გადაწყვეტილებები პარტნიორებისა და კლიენტების კომპლექსური პროექტების განხორციელებისას.
  • გიორგი სიმონგულაშვილი

    პარტნიორი
  • ეკა ქათამაძე

    პარტნიორი
  • ხათუნა ბიბილაშვილი

    პარტნიორი | აღმასრულებელი დირექტორი
  • თამუნა სიმონგულაშვილი

    პარტნიორი
  • ჩინგიზ კანაპიანოვი

    პარტნიორი (ყაზახეთი)
  • სერგეი დოლჟენკოვი

    პარტნიორი (ყირგიზეთი)
  • ვალერი გრიშკო

    ბიზნეს კონსულტანტი | აღმასრულებელი დირექტორი (ყირგიზეთი)
  • ირაკლი მიზანდარი

    უფროსი ბიზნეს კონსულტანტი
  • დავით წიფურია

    უფროსი ბიზნეს კონსულტანტი
  • თემურ ჭელიძე

    უფროსი ბიზნეს კონსულტანტი
  • რევაზ ბაკურაძე

    უფროსი ბიზნეს კონსულტანტი | ფინანსური მენეჯერი
  • სოფიო კვაჭაძე

    ბიზნეს კონსულტანტი | მარკეტინგის მენეჯერი
  • გვანცა გიგაური

    ბიზნეს კონსულტანტი
  • ქეთევან მგელაძე

    ბიზნეს კონსულტანტი
  • ალექსანდრე ჭელიძე

    ბიზნეს კონსულტანტი
  • სოფო სუჯაშვილი

    ასოცირებული ბიზნეს კონსულტანტი
  • ნათია ახვლედიანი

    ბუღალტერი | ფინანსური ანალიტიკოსი