ბიზნეს საჭიროებები/პროდუქტები
SCROLL DOWN
  •      

  • საქმიანობის შეფასება

    თქვენთვის, როგორც წარმატებული ბიზნესისთვის არსებითია მუდმივ პროგრესზე და ზრდაზე ორიენტირება. შესაბამისად, აუცილებელია ორგანიზაციის არსებული მდგომარეობის ცოდნა და მისი ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისას, ბიზნესი მივუდგეთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც შედგება მამოძრავებელი ელემენტების, შედეგებისა და საზომებისგან. გაუმჯობესებისთვის არსებითი მნიშვნლობა აქვთ მათ სწორ შეფასებას.

    რას მიიღებთ

    (1) არსებული ბიზნეს საქმიანობის მიმოხილვა და ხარვეზების აღმოჩენა კორპორატიულ საქმიანობაში
    (2) სამოქმედო რუკის / გეგმის შექმნა ბიზნესის წარმოების გასაუმჯობესებლად, რაც ბიზნეს საქმიანობას აკავშირებს კომპანიის მიზნებთან
    (3) გაუმჯობესებული მთლიანი ბიზნეს საქმიანობა და შესაძლებლობები.

    რას ვაკეთებთ

    (1) ბიზნესის შეფასება არსებული ბიზნეს მოდელის, მენეჯმენტის, ძირითადი და მხარდამჭერი პროცესების ანალიზის მეშვეობით
    (2) ბიზნესის ძირითადი მამოძრავებელი/ზემოქმედი ფაქტორების განსაზღვრა, ბიზნესის ძირითადი მაჩვენებლების (KPIs) განსაზღვრა და მათი კავშირი კომპანიის მიზნებთან.
    (3) კომპანიის საქმიანობის ხარვეზების იდენტიფიცირება
    (4) კომპანიის საქმიანობის შედეგების გაუმჯობესების მიმართულებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება
    (5) შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და გაუმჯობესების რუკის / გეგმის შექმნა.