შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ყაზახეთში

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ყაზახეთში

    2019 წლის 24 ოქტომბერს, ყაზახეთში, სასტუმრო Rahat Palace-ში, GEC–მ მოაწყო მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა თემაზე: ”კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა: ახალი შესაძლებლობები ურთიერთქმედებისთვის”.

    შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შესაძლებლობები და გამოწვევები შემდეგი მიმართულებით: ბიზნესის კეთების ხელსაყრელი პირობები, ახალი ტექნოლოგიების სამყარო, ბიზნეს საზოგადოება, ახალი ინდუსტრიული რევოლუცია, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის მომავლის შეგნებული ფორმირება. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის, "BIG DATA" ინვესტიციებისა და კორპორაციების დიდი ზომის მონაცემებთან მუშაობის კულტურის შესახებ, ყაზახეთის ბუნებრივი, გეოლოგიური და კულტურული ობიექტების კონსერვაციის და იუნესკოს მიერ მათი პოპულარიზაციის, გეოპარკების შექმნის და ტურისტული ნაკადის გაზრდის შესახებ. აქვე განხილულ იქნა ალმატის ბოტანიკური ბაღის უნიკალური ლანდშაფტური გადაწყვეტილებები, რომლებიც იუნესკოს პრემიაზე არის წარდგენილი.

    შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ალმატიში, ბიზნესის წარმომადგენლები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვები.