ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

  • წარდგენილი 2017 წლის მმართველობის ანგარიშგებების მიმოხილვა

    “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით, 2018 წლიდან გარკვეული კატეგორიის კომპანიებისთვის სავალდებულო გახდა ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად მმართველობის ანგარიშგების მომზადება და გასაჯაროება.

    აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენს:
    1.ბიზნეს სუბიექტების მიერ წარდგენილი მმართველობის ანგარიშგების კანონთან  შესაბამისობის დონის დადგენა.
    2.წარდგენილი მმართველობის ანგარიშგებების ხარისხობრივი შეფასება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკების მიხედვით.

    2017 წლის საანგარიშო პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე, კვლევის ჩატარების მომენტისთვის სულ წარდგენილი იყო 517 წლიური ანგარიში (ფინანსური ან/და მმართველობის)
    კვლევის მთავარ მიგნებებს შორის არის ის, რომ უმეტეს მმართველობის ანგარიშგებაში გადმოცემული ინფორმაცია არის ზოგადი, არ გააჩნია საკმარისი დეტალიზაცია, შესაძლებელია ნებისმიერი სხვა სუბიექტის საქმიანობის აღწერისთვის გამოყენება. გადმოცემული ინფორმაცია არასტრუქტურირებულია და გადასვლები საკითხიდან საკითხზე არ არის მკვეთრად გამიჯნული. შესაბამისად, ხშირად კონკრეტულ საკითხზე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.

    კვლევის ჩამოტვირთვა