GEC | ჩვენ შესახებ

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ჩვენ შესახებ/ხედვა/მისია/კარიერა/გუნდი
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • ჩვენ შესახებ

    GEC არის საერთაშორისო ბიზნეს და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სისტემურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს დიდ და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის და სტარტაპებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ეფექტური ბიზნეს რჩევები ცვლილებების განხორციელებისთვის და ზრდისთვის. ჩვენ ვმუშაობთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის დაწესებულებებთან.
     
  •  

    ჩვენი სისტემური მიდგომა

    ჩვენ ვიყენებთ სისტემურ მიდგომას რათა დავეხმაროთ კლიენტებს გახდნენ უფრო ეფექტიანები, მარტივად გაუმკლავდნენ ცვლილებებს და ხელი შეუწყონ საკუთარი კომპანიის ზრდას. ჩვენ განვიხილავთ ბიზნესს, როგორც ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების ერთობლიობას. იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კომპანიების ბიზნეს-საქმიანობა, ჩვენ ვიკვლევთ აღნიშნულ კავშირებს. აუცილებელია ყველა კომპონენტი ჰარმონიულად იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენი ამოცანა სწორედ ამის უზრუნველყოფაა.
  •  

    ჩვენი ზრდა

    2010 წლიდან დღემდე წარმატებით განვახორციელეთ 150-ზე მეტი პროექტი, გავხდით საქმიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოების (ISPI) წევრი, IFS -ის (საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის -ERP-ს, წამყვანი საერთაშორისო მომწოდებელი) წარმომადგენლები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; შევედით ახალ ბაზარზე და გავხსენით წარმომადგენლობა ყირგიზეთში - ბიშკეკში და ყაზახეთში - ალმა-ატში.
  • რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან

    -გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას
    -ვეძებთ ინოვაციურ გზებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად
    -პასუხისმგებლობას ვიღებთ თქვენს წარმატებაზე
    -გავზრდით თქვენს ბიზნეს-კავშირებს
    -გავხდებით ღირებული პარტნიორები და მეგობრები
  • ჩვენი ხედვა

    გავხდეთ რეგიონული ლიდერი ბიზნეს კონსალტინგის სფეროში, როგორც კომპანია, რომელიც ხდება კლიენტების გრძელვადიანი პარტნიორი და ასოცირდება საიმედო, მაღალი ხარისხის მომსახურებასთან.
  • ჩვენი მისია

    დავეხმაროთ კლიენტებს გამორჩეული და მდგრადი საქმიანობის გაუმჯობესების გზების მოძიებაში, პოტენციალისა და ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენაში და ძლიერი ორგანიზაციის შექმნაში.
  • კორპორაციული მდგრადობა

    2010 წლიდან GEC და მისი გუნდი ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, რომელიც ჩვენი დნმ-ის განუყოფელი ნაწილია. Სწორედ ადამიანებსა და კლიენტებზე ორიენტირებულობაა ჩვენი საქმიანობის მამოძრავებელი წყარო. GEC-ის ძირითად საქმიანობაში არსებული სისტემური მიდგომა განაპირობებს კომპანიის ჭეშმარიტ ბიზნეს მდგრადობას (მდგრადობა 3.0), ეს კი გვეხმარება აღმოვფხვრათ გამოწვევბი მათზე უბრალო რეაგირების ნაცვლად.
  •  

    ჩვენ ვამაყობთ იმ ქსელით, რომელსაც ვაშენებთ და ეს გვაძლევს დიდ პრივილეგიას, მხარი დავუჭიროთ კომპანიებს ყოველმხრივ აღმოაჩინონ მდგრადობამდე მისაღწევი გზები. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხედვა ვაქციოთ გადაწყვეტებად და ვიყოთ მდგრადი კონსულტაციის ცენტრში, ვიმოქმედოთ მდგრადი აწმყოსა და მომავლისთვის როგორც ცვლილებების აგენტებმა. GEC არის გაეროს გლობალური შეთანხმების და ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი.
  • კარიერა

    Work on stories to make a history.

    ისტორია-როგორც გზა წარმატებისკენ- იქმნება ყოველდღიური გამოწვევების ერთობლიობით, როგორიცაა სურვილი, შრომა, მუდმივი განვითარება, ნებისყოფა, დიდი ოცნებების დასახვა და ა.შ. ჩვენ გვჯერა, რომ იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ყოველი დღის თავდადებას და შრომას აქვს მნიშვნელობა. იყავი ნაყოფიერი ყოველ დღე, დასახე მიზნები, განავითარე შენი თავი და წარმატებაც შენთანაა. შემოუერთდი GEC-ის, და შექმენი შენი ისტორია.
     
  •  

    GEC მრავალფეროვანია

    GEC-ის საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია და მოიცავს მენეჯერულ კონსალტინგისა და ბიზნესის განვითარების ინდუსტრიებს. ჩვენ მომსახურებას ვუწევთ და ვთანამშრომლობთ, როგორც კერძო და საჯარო სექტორის დიდ ორგანიზაციებთან, ისე შედარებით მცირე საწარმოებთან. ჩვენთან თანამშრომლობა ეხმარება კომპანიის გუნდს და მის თითოეულ წევრს შეიძინონ ცოდნა და განივითარონ უნარები.
     
  •  

    GEC-ისთვის ღირებულია თითოეული გუნდის წევრი

    GEC სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას და სარგებლის პაკეტებს, თავისუფალ, მიზანზე/ამოცანაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს , მუდმივ მხარდაჭერად ყველა რგოლის თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაში. კომპანია ქმნის თანასწორ კარიერულ შესაძლებლობებს მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, რელიგიისა, სქესისა, ეროვნებისა, შესაძლებლობებისა და ასაკისა
  •  

    GEC - სადაც სამსახური თავისუფლებას ნიშნავს

    GEC ინარჩუნებს ძალიან განსხვავებულ სამუშაო გარემოს პირადი თავისუფლებისა და კორპორატიული კულტურის შერწყმით, რომელსაც თან ახლავს გუნდისა და ინდივიდუალური აზროვნების თანარსებობა/ბალანსი, მუშაობა და თანამშრომლობა მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროში.
     
  • ვის ველოდებით GEC-ში

    - ვისაც სურს ჩვენთან ერთად ბიზნესის კეთება
    - აქვს ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უნარი
    - აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
    - გააჩნია განვითარებისკენ სწრაფვა
    - აზროვნებს ფართოდ და არ ექცევა ჩარჩოებში
    - გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას
     
  • ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამა

    GEC-ს საკუთარი წვლილი შეაქვს ბაზარზე კვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში და აქტიურად მხარს უჭერს კურსდამთავრებულების დასაქმებას და პროფესიულ განვითარებას. ახალგაზრდა ბიზნეს კონსულტანტების პროგრამა (YBCP) არის ანაზღაურებადი პროფესიული განვითარების პროგრამა, სადაც კანდიდატები გადიან გრძელვადიან პროფესიული განვითარების კურსებს კომპანიაში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. YBCP ეხმარება ახალგაზრდა ლიდერებს გახდნენ წამყვანი ბიზნეს კონსულტანტები და გააუმჯობესონ მსოფლიო.
  • GEC-ის გუნდი

    ჩვენი საერთაშორისო გუნდი შედგება ახალგაზრდა და გამოცდილი კონსულტანტებისგან, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება დიდი და მცირე ზომის პროექტების და კომპანიების განვითარებასა და მართვაში. ჩვენი გუნდი ჩვენი სიამაყეა. გვჯერა, რომ თითოეული გუნდის წევრის ჩართულობა განაპირობებს ჩვენს წარმატებას. 
  •  

    გუნდის კვალიფიკაცია

    GEC-ის გუნდის წევრებს განათლება მიღებული აქვთ ამერიკის, ევროპის და საქართველოს წამყვან ბიზნეს-სკოლებისა და უნივერსიტეტებში და თავისუფლად ურთიერთობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ლიტვურ, თურქულ, ყაზახურ და ყირგიზულ ენებზე. ჩვენი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ეფექტურად და მივიღოთ მაქსიმალურად საუკეთესო გადაწყვეტილებები პარტნიორებისა და კლიენტების კომპლექსური პროექტების განხორციელებისას.
  • გიორგი სიმონგულაშვილი

    პარტნიორი
  • ეკა ქათამაძე

    პარტნიორი
  • თამარი სიმონგულაშვილი

    პარტნიორი
  • ირაკლი მიზანდარი

    აღმასრულებელი დირექტორი
  • ჩინგიზ კანაპიანოვი

    პარტნიორი (ყაზახეთი)
  • სერგეი დოლჟენკოვი

    პარტნიორი (ყირგიზეთი)
  • ვალერი გრიშკო

    ბიზნეს კონსულტანტი | აღმასრულებელი დირექტორი (ყირგიზეთი)
  • დავით წიფურია

    უფროსი ბიზნეს კონსულტანტი
  • რევაზ ბაკურაძე

    უფროსი ბიზნეს კონსულტანტი | ფინანსური მენეჯერი
  • სოფიო კვაჭაძე

    მარკეტინგის მენეჯერი
  • ალექსანდრე ჭელიძე

    ბიზნეს კონსულტანტი
  • ელისო გოთოშია

    ბიზნეს კონსულტანტი
  • ლევან ქარენაშვილი

    ბიზნეს კონსულტანტი
  • ლინდა წურწუმია

    ასოცირებული ბიზნეს კონსულტანტი
  • გოგა ცინცაძე

    იურისტი
  • ქეთევან ქორეულაშვილი

    ასოცირებული ბიზნეს კონსულტანტი
  • ბექა ბაიაშვილი

    ასოცირებული ბიზნეს კონსულტანტი
  • მარიშა ფხოველიშვილი

    კომუნიკაციების მენეჯერი