თანამშრომლობა CAREC-თან

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • თანამშრომლობა CAREC-თან

    GEC იწყებს ახალ პროექტს - „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრის (CAREC) ორგანიზაციული განვითარება”

    ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი (CAREC) შეიქმნა 2001 წელს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი), ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით ცენტრალური აზიის მთავრობების, რეგიონალური და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მხარდასაჭერად ცენტრალურ აზიაში მდგრადობისა და ეკოლოგიური გამოწვევების მოგვარებაში.

    პროექტი მიზნად ისახავს განვითარების გეგმის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება "გაძლიერებული რეგიონალური ინსტიტუტისკენ", ინსტიტუციური ცვლილებების სტრატეგიის შექმნას, ასევე CAREC– ის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებასა და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 20 ოქტომბერს, GEC-ის გუნდმა გამართა პროექტის ინიცირების შეხვედრა CAREC- ის აღმასრულებელ დირექტორთან და მმართველი გუნდის წევრებთან. შეხვედრაზე ჩატარდა პრეზენტაცია პროექტის შესახებ და დაისახა სამოქმედო გეგმა.

    პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.